05:14 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)
66 0 0

ცეზარ ჩოჩელის თქმით, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მაჟორიტარი კანდიდატებიც არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მცხეთა–დუშეთი–თიანეთი–ყაზბეგის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მცხეთა–მთიანეთის საოლქო კომისიამ ქსნის საპატიმროს უბანში მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად – რეგიონში მეორე ტური ჩატარდება. მისი თქმით, ბიულეტენები არასწორად იყო გაცემული, რადგან იქ სპეციალური უბანი იყო, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგები გაბათილდა.

ბოლო მონაცემებით, ქსნის ციხის უბანში კენჭისყრის შედეგების გაუქმებამდე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ხმების 50,22% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ცეზარ ჩოჩელმა – 33,37%.

ცეზარ ჩოჩელის თქმით, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მაჟორიტარი კანდიდატებიც არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას.

არჩევნების მეორე ტური კიდევ ერთ ერთმანდატიან ოლქში ჩატარდება>>>

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ ცნობს და მათ არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვს. წინასწარი მონაცემებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა პროტესტის ნიშნად მემორანდუმს ხელი გუშინ მოაწერა, რომელშიც დეპუტატის მანდატზე უარი თქვეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან საპარლამენტი არჩევნების მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)

მთავარი თემები