ბრალდებები და მოთხოვნები: რა წერია საქართველოს ოპოზიციის მემორანდუმში

© Sputnik / Alex Shlamovოპოზიცია
ოპოზიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია არ ცნობს 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს – მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 18-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამშაბათს მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. 

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
ცესკოს შენობასთან ვითარება დაძაბულია: ოპოზიციის მომხრეები ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ

„Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ მემორანდუმის სრულ ტექსტს, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტიებმა: „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „ევროპელი დემოკრატები“, „ერთიანი საქართველო“, „ტრიბუნა“, „გამარჯვებული საქართველო“, „სამართლიანობისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. 

ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.  

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ოპოზიციამ მემორანდუმს ხელი მოაწერა
ბრალდებები და მოთხოვნები: რა წერია საქართველოს ოპოზიციის მემორანდუმში - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიციამ მემორანდუმს ხელი მოაწერა

ამიტომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ „დე–იურე“ და „დე–ფაქტო“ არ შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. 

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“, – ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში შედიან:

– „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" - 48,24% (929 135 ხმა)

– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ბლოკი „ძალა ერთობაშია“ - 27,16% (523 140 ხმა)

– „ლელო საქართველოსთვის“ - 3,16% (60 780 ხმა)

– „სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,15% (60 635 ხმა)

– „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3,79% (72 938 ხმა)

– „გირჩი" – 2,89% (60 635 ხმა)

– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ - 1,33% (25 562 ხმა)

– „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (19 927 ხმა). 

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0