18:04 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)
40 0 0

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საპროტესტო აქცია ბათუმის ცენტრში გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეების განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. ისინი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

ქართული ოპოზიციის სრული სპექტრი 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიმეორის მიყოლებით საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,22%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,18%, „ევროპული საქართველო“ – 3,79%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,16%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%,  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)

მთავარი თემები