კელი ბრაუნი: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა

© Sputnik / Seyran Baroyanარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ათზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე კეილ ბრაუნი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში. 

გაერთიანებული ოპოზიცია - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა – ერთობლივ განცხადებას ლიდერებმა ხელი მოაწერეს

„ვიზიარებთ ეუთოს შეფასებას. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ამომრჩეველზე ზეწოლისა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარის შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა შეამცირა. ხარვეზები და დოკუმენტური ბრალდებები უნდა მოგვარდეს“, – აცხადებს კელი ბრაუნი.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ (OSCE/ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა როგორც თავისუფალი, ამასთან, აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესში შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ელემენტებიც.

ბრაუნის განმარტებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.

ქართული ოპოზიციის მთელი სპექტრი ხელისუფლებას 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

დღეს ათზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით კმაყოფილია

განცხადებას ხელი მოაწერა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია, „ევროპულმა საქართველომ“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, ასევე იმ პარტიებმაც, რომლებმაც ვერ შეძლეს პარლამენტში მოხვედრა – ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა საქართველომ“ და ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“.

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასე გადანაწილდა: „ქართული ოქცება" – 48,15%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,14%, „ევროპული საქართველო“ – 3,78%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,15%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,335, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.

ყველა ახალი ამბავი
0