მელია: სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, ელექტრონულ სამაჯურს არ გავიკეთებ

© Sputnik / Alex Shlamovნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. გამორიცხულია, რომ შევიბა ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

„ნახვამდის...“ - ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა>>

ნიკა მელიამ 1 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა, ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მომხდარ ფაქტზე პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, თბილისის სასამართლოს მიმართა. პროცესი დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

ნიკა მელია აქციაზე - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას მხრიდან ელექტრონული სამაჯურის გადაგდების ფაქტზე პროკურატურას მიმართეს

„ის, რომ ივანიშვილი გედავება – ელექტროსამაჯური ხელზე რატომ არ გიკეთიაო, ეს ყოფილა მისი გადმოსახედიდან უმძიმესი დანაშაული. მინდა დავამშვიდო, რომ მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი-ერთი სიმბოლოა“, – განაცხადა ნიკა მელიამ

ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ივანიშვილი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურატურა უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს საგამოძიებო უწყება.

ნიკა მელიას განცხადებით, თუ სასამართლო მისთვის ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის გაკეთების გადაწყვეტილებას ხელმეორედ მიიღებს, ის მას არ დაემორჩილება.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე უნდა დავამარცხოთ

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.

გასული წლის ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. მას აეკრძალა სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე სახლის დატოვება და საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე>>

ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ გლდანში, სადაც ნიკა მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 43,84% მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა – 42,73%.

ყველა ახალი ამბავი
0