საბოტაჟი გამოსავალი არაა – კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობას „ქართული ოცნება" ჩამოაყალიბებს

© photo: Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი ყველა რისკის გათვლით არის დაწერილი, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებულია დაზღვევის მექანიზმები, რომ ოპოზიციას ახალი მთავრობის ჩამოყალიბების დროს საბოტაჟის შესაძლებლობა არ მიეცეს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ გამოაცხადებს ბოიკოტს – უარს იტყვის მანდატზე და არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში.

ოპოზიციის აქცია პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო
რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის? – ექსპერტის მოსაზრება

კობახიძის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ მანდატების 51% აიღოს ერთმა პარტიამ და სხვებს მოუნდეთ პარლამენტის ბლოკირება. იმისათვის, რომ დემოკრატიამ და უმრავლესობის პრინციპმა იმუშაოს, ბუნებრივია, დამზღვევი მექანიზმები უნდა არსებობდეს.

„ანუ საბოტაჟის საშუალება ოპოზიციას არ უნდა მიეცეს და ეს დამზღვევი მექანიზმები ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში არის ჩადებული, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, პროცედურა ისე არის აგებული, რომ რევოლუციური სცენარებისთვის საბოტაჟის განხორციელება არავის არ შეუძლია“, – განაცხადა კობახიძემ.

იმისთვის, რომ პარლამენტის პირველმა შეკრებამ სამუშაო პროცესი დაიწყოს, დეპუტატების ნახევარზე მეტი უნდა შეიკრიბოს, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი 150-დან, განმარტა კობახიძემ.

კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი>>

მისი განცხადებით, როდესაც ცესკო გადასცემს საქართველოს პარლამენტს არჩევნების შედეგების მონაცემებს, იქ ასახული იქნება 30 გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემები სიის მიხედვით, რიგითობის მიხედვით პარტიების მაჩვენებლები.

„პირველ სხდომაზე ხდება იმ დეპუტატების დამტკიცება, ვისაც ეკუთვნის მანდატი რიგითობის მიხედვით. ეს არის პროცედურა, რომელიც არის გაწერილი ჯერ კონსტიტუციაში ზოგადი სახით და შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ყველანაირი დამზღვევი მექანიზმი ჩადებულია იმისთვის, რომ ოპოზიციას არ მიეცეს საბოტაჟის განხორციელების საშუალება“, – აღნიშნა კობახიძემ.

უფრო ადრე ექსპერტმა კონსტიტუციის საკითხებში ვახტანგ ხმალაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე და არ შევა პარლამენტში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მათ გარეშე მუშაობას შეძლებს. თუ პოლიტიკოსი მანდატზე უარს იტყვის, მისი მანდატი სიაში შემდეგს ერგება. ვინმესთვის მანდატის გადაცემა დაუშვებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული წესით არჩეული იტყვის უარს მანდატზე, მაშინ ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0