17:52 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
53 0 0

კობახიხიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა უმრავლესობა და  ერთპარტიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ 76 მანდატი, რომელიც პარტიას ამ დროისთვის აქვს, 92-მდე გაიზრდება.

„დათვლილია უკვე 7 000-ზე მეტი უბნის მონაცემი. ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ შედეგი ამ ეტაპზე არის 48, 36%... ჩვენ დარწმუნებულნი ვართ თექვსმეტივე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში. ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიხიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა უმრავლესობა და  შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის პირველივე სხდომაზე ერთპარტიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროგნოზი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით 60 პროცენტს აიღებდა, საკმაოდ რეალური იყო, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის პანდემიამ, უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„იცით, რომ ინფიცირების შემთხვევები არის გაზრდილი, გარდა ამისა, ეკონიმიკური და სოციალური მდგომარეობაც მცირდება პანდემიის ფონზე, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ბუნებრივია, ესეც ახდენდა გარკვეულ გავლენას არჩევნების დინამიკაზე, მხარდაჭერის დინამიკაზე. ანუ ეს ფაქტორები იყო, თორემ რეალურად რომ ჩატარებულიყო, დავუშვათ სადღაც თვენახევრის წინ, 60-პროცენტიანი შედეგი იყო აბსოლუტურად რეალური“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)

მთავარი თემები