ოპოზიციამ პარლამენტის წინ კარავი გაშალა

© Sputnik / STRINGERაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მომხრეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს  ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშლეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველომ პანდემიის პირობებში თავისუფალი არჩევნები ჩაატარა

მანამდე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – პოლიცია შეკრებილთ კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდა.

საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, 16:00 საათზე შეიკრიბნენ – ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

საპროტესტო აქციაზე თითქმის ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა,  რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია სოლოლაკში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გამართეს. მათი თქმით, ისინი ყოველდღიურად  19:00 საათზე შეიკრიბებიან, ვიდრე ხელისუფლება განმეორებით კენჭისყრას არ დანიშნავს.

ცესკომ ხმების 100% დაითვალა: „ოცნება" 48,15%, „ძალა ერთობაშია" 27,14%>>>

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა: მოსახლეობამ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილისთვის 48 პარტია და ორი ბლოკი იბრძოდა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,5 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა, მათთვის 3,8 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლის აქტივობამ 56,11% შეადგინა. კენჭისყრის დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 1 970 540–მა მოქალაქემ.

ცესკოს წინასწარი თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 100%–ის დათვლის (პროპორციული სიები) შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის ხმების 48,15% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,14%. მეათე მოწვეის პარლამენტში სულ 9 პოლიტიკური სუბიექტი – 7 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.

ყველა ახალი ამბავი
0