20:56 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
236 0 0

გასულ წელს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა და დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რითაც ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნას გამოეხმაურა.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე  ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მომხდარ ფაქტზე პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას  მიმართა.

კობახიძის განცხადებით,  ეს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დააკავებენ თუ არა მელიას, ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა მისი დაკავება პოლიტიკურად სწორი არ იქნება.

„ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მიზანშეწონილი", - განაცხადა კობახიძემ.

საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურატურა უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს საგამოძიებო უწყება.

გასული წლის ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. მას აეკრძალა სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე სახლის დატოვება და საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება.

ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა.

პურმარილი, ცხოველები, რომანტიკა სანთლის შუქზე - ყველაზე სახალისო ამბები არჩევნები-2020-დან >>

აღსანიშნავია, რომ გლდანში, სადაც ნიკა მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, მან ამომრჩეველთა ხმების 43,844% მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა – 42,73%.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები