თავისუფალი და სამართლიანი: აზერბაიჯანელმა დამკვირვებლებმა საქართველოს არჩევნები შეაფასეს

© Sputnik / Seyran Baroyanსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში შეესაბამებოდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს და მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, აზერბაიჯანული დელეგაციის ხელმძღვანელმა ელნურ ალავერდიევმა საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

„პარლამენტის არჩევნები საქართველოში ორგანიზებული და ჩატარებული იყო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების, ეუთოსა და ევროსაბჭოს სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“, – განაცხადა ალავერდიევმა, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით კმაყოფილია

ალავერდიევმა აღნიშნა, რომ სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს რამე სახის არსებითი შენიშვნა საყოველთაო საარჩევნო პროცესის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო უბნებზე კომისიების მუშაობის მიმართ არა აქვს.

„არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ალავერდიევმა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, დაცული იყო ყველა წესი და ნორმა, საარჩევნო უბნების მუშაობა ძირითადად გამართული იყო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა“, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არზუ ნაგიევმა.

კოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და დაიწყოს მოქმედება>>

აზერბაიჯანელი დეპუტატი–დამკვირვებლები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის დევნილების საცხოვრებელ ადგილებში, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. როგორც არზუ ნაგიევმა აღნიშნა, არჩევნების პროცესზე დაკვირვებისას არსად არანაირ ინციდენტს არ ჰქონდა ადგილი.

არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს

მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის მომავალ თანამშრომლობაზეც და განაცხადა, რომ ეს არჩევნები უდავოდ შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობის მხოლოდ დადებითად განვითარებას.

„აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა სამაგალითოა როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური, პოლიტიკური კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს შემდგარ არჩევნებს. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში იმ პოლიტიკური, ეკონომიკური გეგმების განხორციელებისათვის, რომლებიც მათ წინაშე დგას“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა – 120 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული სიებით და 30 – მაჟორიტარული წესით. 150 მანდატისთვის იბრძოდა 48 პარტია და ორი ბლოკი.

არჩევნებს აკვირდებოდა 132 ადგილობრივი, 23 საერთაშორისო ორგანიზაცია და 20 საელჩო..

ყველა ახალი ამბავი
0