ISFED: კენჭისყრის პროცესმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა

© Sputnik / Seyran Baroyanარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტიამ და ორი საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) შეფასებით,  საქართველოს მასშტაბით კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. 

კენჭისყრა მარნეულში - Sputnik საქართველო
საია: კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა

თუმცა, ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები.

„განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებსა და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მასიური სახე ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა“, -აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის მტკიცებით, ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის შემთხვევები.

ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნებს 1000 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული,  მათგან 46 941 ადგილობრივი და 910 საერთაშორისო დამკვირვებელი. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია

დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის არიან ეუთოს მისია, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვ. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს ასევე რიგი ქვეყნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა, საელჩოებმა და პარლამენტის წარმომადგენლებმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერებისა და საკრებულოების არჩევნები.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0