საია: კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა

© Sputnik / Shota Nozadzeკენჭისყრა მარნეულში
კენჭისყრა მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

თბილისი, 31 ოქტომბერი  – Sputnik. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ჯამში 76 საჩივარი დაწერეს, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

როგორ აღნიშნეს ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების დასრულება - ვიდეო - Sputnik საქართველო
როგორ აღნიშნეს "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დასრულება - ვიდეო

სულხან სალაძის თქმით, დაწერილი საჩივრებიდან 43 უბნის, ხოლო 33 ოლქის დონეზეა. ამასთან, ეს მონაცემები უშუალოდ ხმების დათვლის პერიოდში დაწერილი საჩივრებს არ მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე საიას 700–ზე მეტი დამკვირვებელი მუშაობს.

საიას ხელმძღვანელის განცხადებით, 21:00 საათისთვის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ორგანიზაციას შეუძლია განაცხადოს, რომ კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა.

„დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობაზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით არსებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, რომელიც პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულებას შეუძლებელს ხდიდა“, - განაცხადა სალაძემ.
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: „გირჩის“ მესამე ადგილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ეშინოდეთ!

მისი განმართებით, დარღვევები ძირითადად შეეხო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა. 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდან 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება. საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0