ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნებზე 56,11% შეადგინა

© photo: CEC of Georgia / FBანა მიქელაძე
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩევლის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში, კენჭისყრის დღის განმავლობაში საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან 1 970 540–მა მოქალაქემ დააფიქსირა.  

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით 56,11%-ს აღწევს,  განაცხადა ცესკოა პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

საია: კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა >>

კერძოდ, კენჭისყრის დღის განმავლობაში საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან 1 970 540–მა მოქალაქემ დააფიქსირა.  

შედარებისთვის, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე 20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 51,63%, ხოლო 2012 წელს – 60,8%.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ბაქრაძე: „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის საკმარისი მანდატი

დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 3 526 023 ამომრჩეველი მონაწილეობს, რომელთაგან 3 511 853 საქართველოში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 14 170 უცხოეთის სახელმწიფოებში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩევლის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.

საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდან 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება. საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0