01:28 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
51 0 0

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა – 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამარჯვება „ევროპის მოედანზე“ მოწყობილი სცენიდან საზოგადოებას მიმართეს და გამარჯვება აღნიშნეს.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა – 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდად 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება. საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები