საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პარლამენტსი ბოლოჯერ ირჩევენ შერეული სისტემით, სადაც 150-დან 120 საპარლამენტო მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდება, ხოლო 30 - მაჟორიტარულით. მომდევნო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება, იქნება მხოლოდ პროპორციული.
მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მოუწევთ 1%-იანი ბარიერის გადალახვა, ბლოკებისათვის კი იმდენივე პროცენტია, რამდენი პარტიაც შედის მასში
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც საკუთარ ოლქში მისული ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებს.

უბენბზე პოლიტიკოსები ვალდებულები იყვნენ მისულიყვნენ პირბადეებით - ეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხმის მიცემის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. ფოტოზე - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არჩევნებზე

არჩევნებზე მისულებს ამოწმებდნენ მარკირებაზე. ფოტოზე - მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა

მიუხედავად პირბადის ტარების აუცილებლობისა, პიროვნების იდენტიფიცირებისათვის საჭირო იყო ნიღბის მოხსნა. ფოტოზე - დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანში

თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ წევრი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა

ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა ხმის მისაცემად „ქართული ოცნების დამფუძნებელი“, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე , ტრადიციისამებრ, საქართველოს დროშის ფერებიანი პირბადით მივიდა

ყველაზე თანამედროვე პირბადე კი აღმოაჩნდა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს

მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვერ მივიდა საარჩევნო უბანზე, თუმცა „ლელოს“ მეორე ლიდერ, ბადრი ჯაფარიძე არჩევნებზე ყველა წესის დაცვით გამოცხადდა

ოჯახის წევრების გარემოცვაში გააკეთა საკუთარი არჩევანი ოპოზიცურმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც. ის ხელმძღვანელობს პარტიას „მოქალაქეები“

ვახტანგ კიკაბიძე, ასაკიდან გამომდინარე, არჩევნებზე რესპირატორით მივიდა, რაც უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადე

ვინ გაიმარჯვებს მიმდინარე არჩევნებზე? პასუხი ამ შეკითხვაზე მალე გახდება ცნობილი. ფოტოზე - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარ არჩევანს აკეთებს