00:05 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
54 0 0

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. 

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა მცირე ინციდენტები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ. 

მიქანაძის მტკიცებით,  მობილიზებულია ათობით უცნობი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საარჩევნო უბანთან  იარაღით გადაადგილდებიან და მათ  რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი  დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა, ამის დემონსტრირება გარკვეულ რადიკალურ ნაბიჯებზე მიუთითებს.

„რა თქმა უნდა, მას იარაღის ტარების უფლება აქვს, მაგრამ ამის დემონსტრირება და პირდაპირ მიუთითებს, რომ მათი მხრიდან (ოპოზიციის) ადგილი აქვს გარკვეულ რადიკალურ ნაბიჯებს და გარკვეულ ზემოქმედებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს. 

„მათი მხრიდან ეს ქმედებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული იცნება“ დამაჯერებლად იგებს, რადგან მმართველ გუნდს აქვს მოსახლეობისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა.  სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული არეულობები, დესტაბილიზაცია შექმნან, იყენებენ სხვადასხვა მეთოდს.  მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. 

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)

მთავარი თემები