15:22 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
51 0 0

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის საფუძველზე მკაცრი პასუხი გაეცემა, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფიგზე განაცხადა.

კობახიძემ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებას მოუწოდა იმოქმედონ პასუხისმგებლობით.

„თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ქონდა დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთაგან „პლატფორმა 2020“ გამოირჩეოდა.

„ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“, — განაცხადა მან.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა, რაც  ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კიდეც. აღნიშნულ უბანზე ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა — არზუმან ხასიევმა („ევროპული საქართველო“) და გიორგი ვაშაძის პარტიის კანდიდატმა ელიმდარ მირიევმა გადასატანი საარჩევნო ყუთის გატაცება სცადეს.

„ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, თუმცა ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ“, — თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები