ცესკოს ბრიფინგი: ამომრჩეველთა აქტიურობის დონე 12:00 საათისთვის

© Sputnik / Alex Shlamovანა მიქელაძე
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შედარებისთვის: 2016 წელს დღის 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობის დონე იყო 19,81%, ხოლო 2012 წელს – 25,88%

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ამომრჩეველთა აქტიურობა დღის 12:00 საათისთვის 19,41%-ს შეადგენს, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ ბრიფინგზე.

კერძოდ, ამ დროისათვის საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან უკვე დააფიქსირა 681 583–მა მოქალაქემ.

შედარებისთვის: 2016 წელს იგივე საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობის დონე იყო 19,81%, ხოლო 2012 წელს – 25,88%.

არჩევნები 2020: ცნობილია ამომრჩეველთა აქტიურობის დონე>>

დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 3 526 023 ამომრჩეველი მონაწილეობს, რომელთაგან 3 511 853 საქართველოში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 14 170 უცხოეთის სახელმწიფოებში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩევლის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0