შედარებისთვის, 2016 წლის არჩევნებზე იგივე საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობა 8,34%, ხოლო 2012 წელს – 10,66% იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.
მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.