ფონოგრამამ უღალატა: ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ ამღერდა რუსულად

© Sputnik / STRINGERბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულად ნამღერმა კუპლეტმა „თბილისოდან“ თბილისის ცენტრში „ნაცმოძრაობის“ აქციის სანაქებო რეჟისურას ჩრდილი მიაყენა. ამას მომენტალური რეაგირება მოჰყვა როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ოპონენტების მხრიდან.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) აქცია–კონცერტზე რუსულად ნამღერი კუპლეტი სიმღერა „თბილისოდან“ ტექნიკური შეცდომა იყო, განმარტა ენმ-ის პარტიული სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა - ვის გაშვებას აპირებს პენსიაზე ექს-პრეზიდენტი>>

ხუთშაბათს, საღამოს თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა არჩევნების წინ. პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლებს საკონცერტო ნომრები ენაცვლებოდა. ენმ-ის პარტიულ ღონისძიებაზე გამოვიდნენ ცნობილი შემსრულებლები ლექს–სენი, მერაბ სეფაშვილი, ცნობილი ჯგუფები და, რა თქმა უნდა, პარტიული სიის პირველი ნომერი, ლეგენდარული ბუბა კიკაბიძე. მან „თბილისო“ იმღერა, თან ერთი კუპლეტი – რუსულ ენაზე.

ბუბა კიკაბიძე ნაცმოძრაობის აქციაზე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
„ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ“ – კიკაბიძემ „ნაცმოძრაობის“ მიტინგი სიმღერით გახსნა

კიკაბიძის თქმით, მისი გამოსვლისას ფონოგრამა აურიეს და მან, შესაბამისად, მეორე კუპლეტი რუსულად იმღერა.

„ტექნიკური შეცდომა მოხდა. მე ამას ვმღერი უკრაინაში, მე მაქვს კარგი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ, ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად“, – განაცხადა კიკაბიძემ.

პოპულარული მომღერლისა და მსახიობის გამოსვლამ სოციალურ ქსელებში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია.

„ჩემმა მეგობრებმა (რუსეთში) გაიგეს ეს, ძალიან ბევრმა დარეკა და მადლობა გვითხრეს, ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანაო. რა არის აქ ისეთი, რომ ლანძღვა დაიწყონ?“ – განაცხადა კიკაბიძემ.

მან იმ ადამიანებს, ვინც ამის გამო გააკრიტიკა, ფსევდოპატრიოტები უწოდა.

„ბუბა კიკაბიძე უნდა რუსულად იმღერებს, უნდა ინგლისურად, უნდა ქართულად, მაგრამ ყოველთვის მღერის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, პატარა ქვეყანაზე, რომელზეც გიჟდება, ისე უყვარს“, – აღნიშნა მომღერალმა.

რუსულად ამღერებული კიკაბიძე მოულოდნელობა იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისთვისაც. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მომხდარმა გაუგებრობა გამოიწვია და უცბად ყველა ვერ მიხვდა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.

„ქართული მარშის“ აქცია - Sputnik საქართველო
„ქართულმა მარშმა“ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს რუსთავის ტრასა გადაუკეტა

„სამწუხაროა, მაგრამ ბუბა კიკაბიძეს ეპატიება ეს. ბევრჯერ გაუხარებია მილიონობით ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ყაზახი, ქართველი, რუსი თუ სხვა. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გაუხარებია. ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თმები ყალყზე დამიდგა“, – გაიხუმრა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა თავიდან აქციისთვის ხელის შეშლას ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში“ შეეცადა. მისმა ლიდერებმა გარკვეული დროით რუსთავი–თბილისის გზა გადაკეტეს, რათა „ნაცმოძრაობის“ მომხრეების კოლონა გაეჩერებინათ. მაგრამ საქმეში პოლიცია ჩაერია და ინციდენტი ამოიწურა.

ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მსვლელობის დროს, რომელიც ოპოზიციური ტელეარხების პირდაპირ ეთერში გადიოდა, ქვეყნის მოსახლეობამ ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით sms–შეტყობინებები მიიღო ორგანიზაციიდან „დავასრულოთ“.

ყველა ახალი ამბავი
0