სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა - ვის გაშვებას აპირებს პენსიაზე ექს-პრეზიდენტი

© Sputnik / STRINGERმიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მიტინგზე
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მიტინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტა აჩვენოს მხარდამჭერთა მობილიზაციის დონე და აქციაზე ათასობით ადამიანი შეკრიბა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიტინგი, რომელიც გამართა ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და პარტნიორებმა ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“, ჩატარდა მასშტაბურად, ხმაურიანად და ცეკვა-სიმღერით.

© Sputnik / STRINGERბუბა კიკაბიძე „ნაცმოძრაობის“ მიტინგზე
სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა - ვის გაშვებას აპირებს პენსიაზე ექს-პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ბუბა კიკაბიძე „ნაცმოძრაობის“ მიტინგზე

ორგანიზატორების მტკიცებით, თავისუფლების მოედანზე კორონავირუსის გამო დისტანციის დაცვით დაიდგა 50 ათასი სკამი და ყველა დაკავებული იყო. შეკრებილები თავდაპირველად პირბადეებით იყვნენ, თუმცა მომიტინგეები შემდეგში თანდათან გახურდნენ და ზოგმა ჩამოიწია, ზოგმა საერთოდ მოიხსნა ნიღაბი.

ერთდროულად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია ქუთაისშიც გაიმართა.

„გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

ბუბა კიკაბიძე ნაცმოძრაობის აქციაზე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
„ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ“ – კიკაბიძემ „ნაცმოძრაობის“ მიტინგი სიმღერით გახსნა

მან პირობა დადო, რომ ყოფილი მმართველი პარტია შურისძიებას არ აპირებს.

„არც ერთი საჯარო მოხელე, არც ერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის. ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა - ვის გაშვებას აპირებს პენსიაზე ექს-პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია

ლიდერების გამოსვლებს ცნობილი ქართველი არტისტების გამოსვლები ცვლიდა. ორი სიმღერა ვახტანგ კიკაბიძემაც შეასრულა.

მიტინგის კულმინაცია გახდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომელსაც ბლოკი გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენს.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს კიევიდან მიმართა.

© Sputnik / STRINGERსიტყვით გამოდის მიხეილ სააკაშვილი. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა - ვის გაშვებას აპირებს პენსიაზე ექს-პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
სიტყვით გამოდის მიხეილ სააკაშვილი. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია

„წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება“,-განაცხადა სააკაშვილმა. ის არწმუნებდა თავის მხარდამჭერებს, რომ მას აინტერესებს არა ძალაუფლება, არამედ მხოლოდდამხოლოდ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა. ის არწმუნებდა თავის მხარდამჭერებს, რომ მას აინტერესებს არა ძალაუფლება, არამედ მხოლოდდამხოლოდ ქვეყნის განვითარება.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მისი პარტია არ დაუშვებს გაყალბებას და განაცხადა, რომ „პასუხი გაიცემა ძალიან მკაცრად“.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა თავიდან მის ჩაშლას შეეცადა ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში“. მისმა ლიდერებმა გარკვეული დროით გადაკეტეს რუსთავი-თბილისის ტრასა, რათა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა კოლონა აქცია არ გაეშვათ. თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა.

„ქართულმა მარშმა“ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს რუსთავის ტრასა გადაუკეტა >>

საპროტესტო აქციის დროს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ოპოზიციური არხები აშუქებდნენ, საქართველოს მოქალაქეებს ორგანიზაციისგან „დავასრულოთ“ მიუვიდათ სმს-შეტყობინებები, სადაც „ნაცმოძრაობის“ არსებობის დასრულების მოწოდება გაჟღერდა.

ყველა ახალი ამბავი
0