„ქართულმა მარშმა“ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს რუსთავის ტრასა გადაუკეტა

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ქართული მარშის“ აქცია
„ქართული მარშის“ აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იკრიბებიან.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული მარშის“ წევრებმა რუსთავი–თბილისის ტრასა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ამასობაში „ნაცმოძრაობის“ მომხრეები თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, ისინი „მომავალი გამარჯვების აღნიშვნას“ გეგმავენ.

„დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ ტაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა ირაკლი შიხიაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0