თავდაცვის სამინისტრო: ჯარი პოლიტიკურ პროცესებში ნეიტრალიტეტს იცავს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტროს გერბი
თავდაცვის სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურეები თავიანთ ნებას არჩევნებზე ისევე გამოხატავენ, როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები – ჩვეულებრივ და არა სპეციალურ საარჩევნო უბნებზე.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუღებლად და დაუშვებლად მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურეებისა და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მცდელობებს, რაც მოახლოებულ არჩევნებთან ერთად ძალიან გახშირდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოქალაქეებს მიმართა>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სიცრუეა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან სამხედრო ნაწილებში, რათა მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში. სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, უპასუხონ ნებისმიერ აბსურდულ ბრალდებას.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები

„ამჯერად პარტიული ტელევიზია „მთავარი არხის“ მიერ ვრცელდება ცრუ ბრალდებები, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართული არიან საარჩევნო პროცესში. განვმარტავთ, რომ კოვიდ–პანდემიის პირობებში სამხედრო ნაწილებში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისიდან მიღებულია განსაკუთრებული ზომები. კერძოდ, უმკაცრესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების პარალელურად სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო ნაწილი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასეთი ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ პანდემიის გამო არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, განმარტავენ უწყებაში.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელშიც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქეები არიან გაერთიანებული.

წინასაარჩევნო ბანერები - Sputnik საქართველო
ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ე.წ. დახურული უბნები მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაუქმებულია და სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ არჩევანზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება.

„დღეს სამხედრო მოსამსახურეებს სრულიად თავისუფლად, ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი საკუთარი შეხედულების მიხედვით და პარტიული ტელევიზიებიდან ამ რეალობის მოდელირების ნებისმიერი მცდელობა სრულიად წარუმატებლად დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.

ყველა ახალი ამბავი
0