08:50 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
88 0 0

სალომე ზურაბიშვილმა დაიცვა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც პოლიტიზირებულობაში და მმართველი პარტიის მითითებების შესრულებაში დაადანაშაულეს

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კენჭისყრამდე სამი დღით ადრე მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მიუწოდა და თავდასხმებისგან დაიცვა ექიმები, ჯარი და პოლიციელები.

„წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“,- განაცხადა პრეზიდენტმა და მიულოცა მათ, ვინც არჩევნებზე პირველად მიდის.

საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს და შუალედური არჩევნები. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიმართება.

„არჩევნებზე მისვლა ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა უპასუხა კრიტიკას ჯარის მისამართით, რომელიც მედიაში გაისმა ბადრი ესებუას სამხედრო წარსულის გამო, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლად 43 ადამიანი აიყვანა.

„ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე უპასუხა ბრალდებებს პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც პოლიტიზირებულობასა და მმართველი პარტიის მითითებების შესრულებაში, ასევე არაპროფესიონალიზმში იმის გამო დაადანაშაულეს, რომ ესებუა დღემდე ემალება გამოძიებას.

„როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო ჯანდაცვის სფეროზე თავდასხმებს გამოეხმაურა და ექიმების გმირობაზე ისაუბრა.

„ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა მან.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები