18:22 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (333)
86 0 0

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს გამოკითხულთა 72%, „ალბათ“ მიიღებენ მონაწილეობას  - 13%, 11%-მა უპასუხა „50/50", ხოლო არჩევნებზე წასვლას არ აპირებს 4%.

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Survation-მა ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ქართველ ამომრჩევლებს შორის მასშტაბური კვლევა ჩაატარა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 50 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა - 120 აირჩევა პროპორციული სისტემით და 30 - მაჟორიტარულით.

კითხვაზე „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, გამოკითხულებმა ასე უპასუხეს:  

  • „ქართული ოცნება“ - 55,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19,8%
  • „ევროპული საქართველო“ - 5,2%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5,1%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,8%
  • „ლელო“ - 3,1%
  • ლეიბორისტული პარტია - 2,7%
  • „გირჩი“ - 2,1%
  • „ერთიანი საქართველო“ - 1,1%
  • „თავისუფალი დემოკრატები“ - 0,2%
  • სხვა პარტიები - 1,3%

გამოკითხულთა 68% სრულიად დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და სწორედ მის მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერს მხარს.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს გამოკითხულთა 72%, „ალბათ“ მიიღებს მონაწილეობას - 13%, 11%-მა უპასუხა „50/50", ხოლო არჩევნებზე წასვლას არ აპირებს 4%.

კვლევა 12-29 სექტემბერს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 9075 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება 1,3%-ს შეადგენს.

კომპანია Survation თანამშრომლობს ისეთ წამყვან მედია ბრენდებთან, როგორებიცაა BBC და Guardian.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (333)

მთავარი თემები