01:34 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (259)
79 0 0

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევამ წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობა გაზარდა, შედეგად პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ახალი პარტია გამოჩნდა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა შუალედური მოხსენება, რომელიც ქართულ წინასაარჩევნო კამპანიას ეხება.

OSCE/ODIHR-მა 25 სექტემბერს საქართველოში გახსნა გრძელვადიან დამკვირვებელთა მისია, რომელიც 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. მისია 31 ოქტომბერს არჩევნებზე დამატებით 250 დამკვირვებლის გამოგზავნას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.

მოხსენებაში, რომელიც 25 სექტემბრის - 10 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობით, ასევე კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოშობილი ეკონომიკური პრობლემებით.

გარდა ამისა, „ოდირი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში არსებული საარჩევნო გარემო მეტად ფოკუსირებული იყო ცალკეულ ადამიანებზე, ვიდრე არსებით საკითხებზე.

„კამპანია ტარდებოდა ძირითადად მედია და ინტერნეტ-სივრცეში“, - ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნულია, რომ პარტიების წარმომადგენელთა პირადი შეხვედრების სიმცირე კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დამკვირვებელთა მონაცემებით, მისიასთან საუბრისას სხვადასხვა პარტიები ასახელებდნენ ამომრჩეველთა მოსყიდვის პოტენციურ შემთხვევებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაწეულ სოციალურ დახმარებას.

ანგარიშში ნახსენებია „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეტაკებები, რომელთა დროს აქტივისტები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების ჩატარების პირობებიც აღწერა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევამ წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობა გაზარდა, შედეგად პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ახალი პარტია გამოჩნდა.

თუმცა ამასთან „ოდირი“ აღნიშნავს, რომ პარტიების ნაწილმა და ხელისუფლებამ ბიუროს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

„ეს მოიცავს დებულებებს საარჩევნო კამპანიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების, საჩივრების პროცესის შესახებ და ხმების გადათვლას და ბიულეტენების ბათილად ცნობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეხვედრები, კანდიდატები, გამოკითხვები, ანგარიშები - საქართველოს პოლიტიკური კვირის შედეგები >>

„ოდირი“ აღნიშნავს ცესკოს კარგ მუშაობას, მაგრამ ამავე დროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ იმ დროს, როდესაც დაინტერესებული მხარეები ცესკოს მიმართ ნდობის სხვადასხვა ხარისხს გამოხატავდნენ, მისიის რამდენიმე რესპონდენტმა ოპოზიციური პარტიიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ქვედა რგოლის კომისიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

ანგარიში შეეხო ასევე არჩევნების გაშუქებას. შუალედური მოხსენების თანახმად, საქართველოში მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია. მოსახლეობის უმეტესობისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება, ხოლო სამაუწყებლო მედიების ბაზარი გადატვირთულია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (259)

მთავარი თემები