19:29 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (269)
80 0 0

მრავალათასიან მიტინგზე, მიუხედავად რეკომენდაციებისა, მონაწილეთა უმრავლესობა პირბადეების გარეშე იყვნენ და არ იცავდნენ დისტანციას

თბილისი, 16 ოქტომბერი -  Sputnik. ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი ჩაატარა. გამოკითხვების მიხედვით სწორედ ამ ქალაქში აქვს ბლოკს ყველაზე მაღალი რეიტინგი.

აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. „ძალა ერთობაშიას“ შეკრება ბლოკიდან მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამის კორონავირუსით გარდაცვალების გამო დამძიმებული იყო. თუმცა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა, აქციის მონაწილეთა უმრავლესობას არ ეკეთა პირბადე და არ იცავდა დისტანციას.

აქციის აპოგეა კიევიდან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა გახდა. სწორედ მის წარდგენას აპირებს პრემიერობის კანდიდატად „ძალა ერთობაშია“, თუ არჩევნებში გაიმარჯვა.

„ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების დრო... გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე... სულ რამდენიმე დღეში საქართველო გათავისუფლდება ამ კოშმარისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Многотысячный митинг ЕНД на батумском бульваре
photo : courtesy of United National Movement
მრავალათასიანი მიტინგი ბათუმში

მან აღნიშნა, რომ საქართველო კორონავირუსის გამოწვევის წინაშე დგას. სააკაშვილმა დაადანაშაულა ხელისუფლება აჭარის ხელოვნურად ინფიცირებაში, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის დაშინებას, რომ ისინი არჩევნებზე არ წასულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოტრანსლაცია ტექნიკური მიზეზების გამო წყდებოდა, მოქალაქეები სააკაშვილის გამოსვლას აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.

„დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში, საქართველოს თითოეულ ქალაქში... არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, არ მაღელვებს არცერთი კაბინეტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი და უსაზღვროდ მჯერა ქართველი ერის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აირჩევენ აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებსაც.

Survation–ის გამოკითხვა: ბათუმში შეიძლება მეორე ტური ჩატარდეს>>

ამჟამად ბლოკი „ძალა ერთობაშია“ აჭარაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია Survation–ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მაჟორიტარულ ოლქებში აჩვენა, რომ ბათუმში „ქართული ოცნებისა“ და ბლოკის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებს შორის მეორე ტური შეიძლება გაიმართოს. ეს ერთადერთი გამოკითხვაა, სადაც მმართველი პარტია პირველ წრეში ვერ იმარჯვებს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (269)

მთავარი თემები