23:37 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
39 0 0

აქცია თბილისში შაბათს, 17 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედნიდან „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მარშით უნდა გაევლოთ

თბილისი, 16 ოქტომბერი -  Sputnik. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესება პოლიტიკოსების გეგმებზეც აისახა – ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ შაბათს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

პარტიის წარმომადგენლებს თბილისში შაბათს მომხრეებთან ერთად  რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მარშით უნდა გაევლოთ.

„ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება... ასეთ პირობებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განმარტა პარტიის გადაწყვეტილება ბაქრაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტიის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება.

„ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია სრულიად განსხვავებული იყო თავისი ფორმითა და ფორმატით. ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით ადამიანის ერთად თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და იქნებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება და ადამიანების იზოლირების ზომების დაცვა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

წინასაარჩევნო რბოლა: 48 პარტია და ორი ბლოკი – სრული ჩამონათვალი>>

ბოლო დღე–ღამეში თბილისში კორონავირუსის 200–ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდვითარების გაუარესების ფონზე ხელისუფლებამ გაამკაცრა კონტროლი და რესტორნებისა და ღამის კლუბების მუშაობა 22:00 საათის შემდეგ შეზღუდა. ყოველდღიურად იკეტება ცალკეული სკოლები, საბავშვო ბაღები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ვლინდება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)

მთავარი თემები