06:55 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (244)
50 0 0

საქართველოს ცესკომ ჯერ კიდევ განაცხადების მიღების ეტაპზე შეუსაბამობის გამო 14 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა და პარტიული სიების წარდგენამდე დარჩა 57 დამოუკიდებელი პარტია, შვიდი პარტია კი ორ ბლოკში გაერთიანდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. პარტიული სიების წარმოდგენისა და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ წინასაარჩევნო რბოლაში დარჩა 48 პარტია და ორი ბლოკი, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მასალებში.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად 78-მა პარტიამ გამოთქვა.

ცესკომ ჯერ კიდევ განაცხადების მიღების ეტაპზე შეუსაბამობის გამო 14 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა და პარტიული სიების წარდგენამდე დარჩა 57 დამოუკიდებელი პარტია, კიდევ შვიდი პარტია ორ ბლოკში გაერთიანდა.

საბოლოოდ ცესკოს სიაში დარჩა 48 პარტია და ორი ბლოკი.

„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების სრულ ჩამონათვალს:

  1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ლიდერი მიხეილ სალუაშვილი;
  2. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ - ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
  3. „საქართველო“ - ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
  4. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ - ლიდერი გია ჟორჟოლიანი;
  5. „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“ - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
  6. „ახალი ძალა“ - ლიდერი ლაზარე ზაქარიაძე;
  7. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - ლიდერი თამაზ მეჭიაური;
  8. „რეფორმატორები“ - ლიდერი დავით მიროტაძე;
  9. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ლიდერი იაგო ხვიჩია;
  10. „სახალხო პარტია“ - ლიდერი ივანე გიორგაძე;
  11.  „ქართული დასი“ - ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
  12. „ქართული ფესვები“ - თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი;
  13. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - თავმჯდომარე გია ბერძენიძე;
  14. „შეცვალე საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე;
  15. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა;
  16. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე;
  17. „თეთრები“ - თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი;
  18. საქართველოს კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
  19. „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე;
  20. „სამართლიანობისთვის“ - თავმჯდომარე ეკა ბესელია;
  21. „არჩევანი სამშობლოსათვის“ - თავმჯდომარე ლელა გულედანი;
  22. საქართველოს მწვანეთა პარტია - თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
  23. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე;
  24. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე დავით შუკაკიძე;
  25. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - “ თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა;
  26. „მომავალი საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე;
  27. „ლელო საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
  28. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი;
  29. „ქართული არჩევანი“ - თავმჯდომარე ბეჟან გუნავა;
  30. „თავისუფალი საქართველო“ - თავმჯდომარე კახა კუკავა;
  31. „რეფორმერი“ - თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი;
  32. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი;
  33. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე;
  34. „ქართული იდეა“ - თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა;
  35. „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე;
  36. „პროგრესული საქართველო“ - თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე;
  37. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
  38. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი;
  39. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა;
  40. „თავისუფალი დემოკრატები“ - თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კეკენაძე:
  41. „ევროატლანტიკური ვექტორი“ - თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე;
  42. „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი;
  43. „საქართველოს განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე;
  44. „ტრადიციონალისტები" – თავმჯდომარე აკაკი ასათიანი;
  45. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი;
  46. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი;
  47. „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", – თავმჯდომარე დავით ბაქრაძე;
  48. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე;
  49. ბლოკი „ძალა ერთობაშია“ – ლიდერი გრიგოლ ვაშაძე;
  50. ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – ლიდერი გიორგი ვაშაძე.
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (244)

მთავარი თემები