17:16 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (313)
57 0 0

არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გაფორმდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებელთა რეკორდული რაოდენობა მიადევნებს თვალს>>

არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარაში – უმაღლეს საბჭოს, ცალკეული რეგიონების მცხოვრებლები კი – მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება მხარეთა შორის ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა.

„გარდა ამისა, თანამშრომლობა ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მემორანდუმი მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს.

შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-ისა და USAID-ს ხელშეწყობით გაფორმდა.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (313)

მთავარი თემები