03:38 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
54 0 0

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს, ხელისუფლება პროცესს მართავს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. დღევანდელი მდგომარეობით არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს – ეს მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გახარია: საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ>>

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროცესს მართავს მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე არც კი ვფიქრობთ. ეს ოფიციალური პოზიციაა“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და ამან მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს. ამ დროს კი წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ. გახარიას აზრით, ქვეყანაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი არა მარტო ოპოზიციისა, არამედ სრულიად საქართველოსი.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ოპოზიციასთან საუბარს არასდროს ერიდებოდა, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გამაერთიანებელ საკითხებზე.

„ზოგიერთს ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან – გახსნის. არ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს სპეკულირების საგანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარაში – უმაღლეს საბჭოს, ცალკეული რეგიონების მცხოვრებლები – მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები