18:13 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338

გახარია: საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად პროცესი არ შეჩერდება.

გახარია: საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ
„საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ მიუხედავად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მოწოდებისა. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება. ეს არის პრიორიტეტი. საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება", – ამბობს პრემიერი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.

მთავარი თემები