13:33 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (246)
93 0 0

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიების რეიტინგში ლიდერობს, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დაკვეთით კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხვაში მონაწილეთა 36%-მა არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა. 

მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, რომელიც არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში მონაწილეობს – მას 17% უჭერს მხარს.

გამოკითხვაში მესამე ადგილზე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოა“ – მას მხარს გამოკითხვაში მონაწილეთა 5% უჭერს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

პარტია რესპონდენტების წილი
 „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ 4%
 „ლეიბორისტული პარტია“ 3%
 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 3%
 პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ 2%
 „ლელო საქართველოსთვის“ 2%
 „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ 1%
 „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ 1%
 „გამარჯვებული საქართველო – ირაკლი ოქრუაშვილი“ 1%
 სხვა პარტიები 1%
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს (24%) გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში.

კვლევა თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ინტერვიუს გზით 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 4,5 ათასი რესპონდენტი. ცდომილება შეადგენს +/–1,5%-ს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისათვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3,5 მლნ მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (246)

მთავარი თემები