04:03 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები (11)
46 0 0

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სექტემბერში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პერიოდში ძალადობისა და მუქარის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შუალედურ ანგარიშში.

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში ფარავს სექტემბრის თვეში გამოვლენილ დარღვევებსა და ისეთ შემთხვევებს, რაც ცუდი პრაქტიკაა. 

ძალადობისა და მუქარის შემთხვევებთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა პარტიიდან სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ერთი შემთხვევა, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის სამი შემთხვევა.

„მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ძალადობისა და მუქარის შემთხვევებზე. სექტემბერში მსგავსი 11 ფაქტი დაფიქსირდა. მათი უმეტესობა პარტია „ლელოს“ წევრებზე მოდის, კერძოდ, მათ საქმიანობაში ხელის შეშლა, როდესაც წინააღმდეგობა ვლინდებოდა ძალადობისა და მუქარის შემცველი ელემენტებით“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თითოეული შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და უნდა დაიწყოს გამოძიება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც აღიქმება მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, აგრეთვე ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ ცესკოში. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდება.

ამ დროისათვის ცესკომ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით უკვე დაარეგისტრირა: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, ალბანეთის ცესკო, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS) DELLAN Project და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისი.

ადგილობრივი ორგანიზაციების რაოდენობა გაცილებით მეტია, მათ შორის არიან ისეთი გამოცდილი ორგანიზაციები, როგორიცაა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ა.შ.

თემები:
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები (11)

მთავარი თემები