საქართველოს პრეზიდენტი: მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას

© Government of Georgia photo : Gakharia / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც  ძალაში დღეს შევიდა, რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik.  მშვიდობა და სტაბილურობა –  რეგიონის ერთადერთი მომავალია, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებას. 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამმხირვ მოლაპარაკებებზე - Sputnik საქართველო
ცეცხლი შეწყდება: სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას მიაღწიეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ასევე გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა.

„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებ. ჩვენი რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია”, – დაწერა ზურაბიშვილმა  Twitter–ზე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც  ძალაში დღეს შევიდა, რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

გუშინ, მოსკოვში  სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0