ცეცხლი შეწყდება: სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას მიაღწიეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამმხირვ მოლაპარაკებებზე
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამმხირვ მოლაპარაკებებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდებ აზერბაიჯანი და სომხეთი მოკლულებისა და ტყვეების გაცვლის პროცესს დაიწყებენ

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ბაქო და ერევანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტენ – ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს მათ რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოსკოვში, იუწყება РИА Новости.

აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხვედრა მოსკოვში: ბოლო ცნობა>>

სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ყოველგვარი განცხადებებისგან შეიკავეს თავი. მოლაპარაკებების შედეგებით ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

„მხარეები შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ: პირველი – ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებით სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგომლობით“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები ცალკე შეთანხმდება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ შეიცვლება.

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ბაქომ ყარაბაღში სტატუს-კვო გააუქმა: ალიევი მიმართვას ავრცელებს

„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამდგომლობით, კონფლიქტის მოგვარების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ სუბსტანციურ მოლაპარაკებებს, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად სწრაფად მოგვარდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გუშინ ჩაფრინდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისინი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებზე მიიწვია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

ყველა ახალი ამბავი
0