23:12 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
71 0 0

კომისიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ 30–იანი წლების რუკა ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის საკითხის გადაჭრაში უსარგებლოა

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ვიდრე საქართველოს პროკურატურა საქართველოს ტერიტორიის აზებაიჯანისთვის გადაცემის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, ყველამ უნდა შეიკავოს თავი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და სამუშაო ჯგუფის დისკრედიტაციისგან, განაცხადა  ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა ივერი მელაშვილმა. 

საქართველოს პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედებისფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

„ამ სიტუაციაში ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს. ახლა, როდესაც აჟიოტაჟია ატეხილი და ბრალდებები ისმის, ყოველივე ეს პროცესს ვნებს“, – განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის საჭიროა კომპრომისული და თანამდევი მიდგომები, მათ შორის, მთავრობისა და სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66%–ია შეთანხმებული, ისიც კომისიის დონეზე. სახელმწიფოებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის საჭიროა რთული იურიდიული პროცედურები, მათ შორის დოკუმენტის ხელოსაწერად უპლებამოსილი პირების დანიშვა, პარლამენტის მიერ რატიფიცირება და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ნორმების დაცვა.

 „ამ 66%–ში დავით–გარეჯი არ შედის, მე ამიტომაც გამომიძახეს პროკურატურაში. ეს მონაკვეთი შეთანხმებული არაა, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიციები გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ შეთანხმებული არ ვართ და თუ ასეთი ბატალიები გაგრძელდება, ჩვენ, ალბათ, ვერასდროს შევძლებთ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა მელაშვილმა. 

პროკურატურამ მელაშვილის სამუშაო კაბინეტსა და სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარა, თუმცა, ჩხრეკის შედეგების შესახებ ცნობილი არაფერია. კომისიის ყოფილმა წევრმა ასევე არ იცის თუ რა მტკიცებულებები ამოიღო პროკურატურამ.

მისი თქმით, პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს 1936–1937 წლების რუკებით, არასწორია, რამდენადაც მათი შესწავლით და მიღებული მტკიცებულებებით კომისიამ მაინც ვერ შეძლო მათზე დაყრდნობა.

 „საუბარია  საბჭოთა კავშირის ტერიტორიებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის 1993, 1936 და 1937 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის რუკებზე. ეს რუკა გვერდზე სპეციალურად გადადეს, რადგანაც იგი უსარგებლო იყო და პოზიციის გასამყარებლად, მისი, როგორც არგუმენტის გამოყენება არ შეიძლებოდა. მაშინ ჩვენ ამ რუკის გამოყენებაზე გაცნობიერებულად ვთქვით უარი“, – განაცხადა მელაშვილმა.

ივერი მელაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი 2006–2017 წლებში იყო. ამ დროისთვის იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ დეპარტამენტში მუშაობს.

საიდან დაიწყო ყველაფერი?

საქართველოს პროკურატურამ  საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით აღძრა. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 აგვისტოს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.  
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი არამართლზომიერად შეათანხმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

მტკივნეული საკითხი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)

მთავარი თემები