თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ფრანგულმა კომპანია IPSOS–მა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება" - 24,5%
„ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ორგანიზაცია“ - 17,4%
„ევროპული საქართველო“ - 6,9%
„ლელო“ - 3,6%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3,4%
„ლეიბორისტული პარტია“ - 1,9%
„გირჩი“ - 1,8%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1,7%
„დემოკრატიული მოძრაობა – გაერთიანებული საქართველო“- 1,0%
პარტია „ელისაშვილი – მოქალაქეები“ - 1,0%
სხვა პარტიები - 3,8%
არ ვიცი - 19,0%
უარი თქვეს პასუხზე - 14,0%
კითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადაჭრას, პასუხები ასე გადანაწილდა:
დასაქმება - 59%
ეკონომიკა - 55%
სიღარიბე - 48%
ფასების ზრდა - 42%
ლარის გაუფასურება - 39%
ჯანდაცვა - 33%
პენსიები - 30%
დანაშაული - 19%
კორუფცია - 14%
უსაფრთხოება - 10%
დემოკრატია - 7%
სიტყვის თავისუფლება - 5%
საგარეო პოლიტიკა - 5%
კითხვაზე, გსურთ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგებით შეიცვალოს მთავრობა, რესპონდენტების უმრავლესობამ უპასუხა:
მსურს - 56%
არ მსურს - 26%
IPSOS-ის მიერ 10–18 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, აღნიშნულ კითხვაზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მსურს - 57%
არ მსურს - 26%
IPSOS–მა გამოკითხვა „მთავარი არხის“ დაკვეთით 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. ცდომილება შეადგენს +/–2,5%–ს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.
ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.