ერთი კითხვა და განსხვავებული პასუხები - წინასაარჩევნო გამოკითხვების პარადოქსი საქართველოში

© Sputnik / Alex Shlamovსოზარ სუბარის წინასაარჩევნო ბანერი
სოზარ სუბარის წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური ტელეარხის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დანარჩენი კვლევების მონაცემებისგან ძლიერ განსხვავდება

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ცნობილი გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია IPSOS-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. კვლევა ოპოზიციური „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა.

განახლებული მოესანი პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
საარჩევნო ალიანსები, პირველი დამკვირვებლები და რეიტინგები - კვირის შედეგები

პარტიების რეიტინგში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხულთა 25%.

მეორე ადგილზე 15,5%-ით არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. მესამე ადგილზე კი საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველოა“. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა 1-3% უჭერს მხარს.

ეს სურათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების შედეგებისგან. GORBI-ს, Edison Research-ის, NDI-სა და IRI-ს გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტიის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ოპოზიციური ძალებისა კი - გაცილებით დაბალი.

რა არის განსხვავების მიზეზი?

„მთავარი არხი“ არის ოპოზიციური ტელეარხი, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და მეგობარია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვები საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად კი არა, მასზე ზეგავლენის მოსახდენად ტარდება.

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ცნობს მხოლოდ იმ გამოკითხვებს, რომლებსაც თავად ატარებს და რომლებშიც მას მეტ-ნაკლებად უკეთესი შედეგი აქვს. ამიტომ მიმდინარეობს ამ შედეგების პროპაგანდა, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოსახდენად. შესაბამისად, „მთავარი არხისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხვები აჩვენებენ ამგვარ შედეგებს, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში მმართველ პარტიას 56% აქვს. ასე რომ, გამოკითხვები, სამწუხაროდ, პირადად ჩემთვის დიდ ნდობას არ იმსახურებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ამასთან, როგორც მან დასძინა, „გამომდინარე პოლიტიკური პროცესებიდან“, მმართველი პარტია, „რასაკვირველია, უსწრებს ნაცმოძრაობას და მთელ დანარჩენ ოპოზიციას“. მაგრამ რამდენით - ეს უკვე არ ვიცით.

კიდევ რა გაარკვია IPSOS-მა

IPSOS-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობას (57%) ხელისუფლების შეცვლა საპარლამენტო არჩევნების გზით სურს. იმის, რომ ეს მოხდება, სჯერა გამოკითხულთა 41%-ს.

რესპონდენტებს ჰკითხეს ასევე, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში. სიაში მოხვდნენ:

პარტია    მხარდამჭერთა მაჩვენებელი
„ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" 28%
„ქართული ოცნება" 23,5%
„ევროპული საქართველო" 23%
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 17%
„მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი" 15%
„პატრიოტთა ალიანსი" 15%
„ლელო საქართველოსთვის" 14,5%
„გირჩი" 7,5%
„თავისუფალი საქართველო" 7%
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" 6,5%
სხვა პარტიები 2%

გამოკითხულთა უმრავლესობა - 64% - მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას, მისი მუშაობით კმაყოფილია 42%, უკმაყოფილო - 58%.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვეს ასევე ბოლო ორი მთავრობის საქმიანობის შედარება. 2004-2012 წლებში ხელისუფლება უკეთესი იყო რესპონდენტების 37%-ის აზრით, 2012-2020 წლების ხელისუფლება კი უკეთესი იყო რესპონდენტების 17%-ის აზრით. მათ ერთნაირად აფასებს გამოკითხულთა 34%, არცერთი არ მოსწონს 7%-ს.

უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება, კრიმინალი, კორუფცია - ასე გამოიყურება, გამოკითხულთა აზრით, საქართველოს ყველაზე საჭირბოროტო საკითხების ჩამონათვალი. ამასთან, გამოკითხვის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ამ პრობლემებს გაუმკლავდება „ქართული ოცნება“ (19%). რეიტინგში მას მოსდევენ „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (18%).

კვლევა ჩატარდა 2020 წლის 10-18 სექტემბერს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით. გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილება შეადგენს 2,5%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0