მოსამართლეების ნაკლებობა ქართულ სასამართლოებში: პრობლემის მიზეზები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლეების დღეისათვის დეფიციტი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. საქმეები, რომელთა განხილვას კარგ პირობებში ექვსი თვე სჭირდება, წლების განმავლობაში განხილვის სტადიაზე რჩება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების ნაკლებობაა - 387 მოსამართლიდან მუშაობს მხოლოდ 278, განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი განგებ ჭიანურდება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელოვნურად აჭიანურებს მოსამართლეების დანიშვნას. დღეისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის 24 ვაკანსიაა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კი 16 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოქმედი მოსამართლე ჰყავს. სასამართლოებს მაგისტრატი მოსამართლეები არ ჰყავს 26 მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

ჯანეზაშვილის პრეტენზიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ.

„არის პროცედურები, კონკურსის გამოცხადებიდან არის ვადა იმისთვის, რომ შეგროვდეს დოკუმენტაცია მონაწილე პირების შესახებ და შემდეგ არის ვადა, რომ საბჭოს წევრები გაეცნონ ამ დოკუმენტაციას. ეს ვადა ამოწურული არის, ახლა მიმდინარეობს ვადა კონკურსანტებისთვის, რათა თავად კონკურსანტები გაეცნონ ამ მონაცემებს და როგორც კი ეს ვადა დასრულდება, ჩვენ დავიწყებთ გასაუბრებებს. ამ პროცედურას სჭირდება დაახლოებით სამი თვე და ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა“, - განაცხადა მიქაუტაძემ და დასძინა, რომ გასული წლის ბოლოს კონკურსის გამოცხადების დროს ჯანეზაშვილი მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგი იყო.

საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა უკმარისობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოში. საქმეები, რომელთა განხილვას კარგ პირობებში ექვსი თვე სჭირდება, წლების განმავლობაში განხილვის სტადიაზე რჩება, რადგან თავად მოსამართლეები საქმის გადაუდებლობის პრინციპით ხელმძღვანელობენ. ყველაზე მეტად ზარალდება სამოქალაქო საქმეები.

ყველა ახალი ამბავი
0