გახარია: მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას და მწვანე ზონად დავრჩენილიყავით

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარია გაეროში სიტყვით გამოვა>>

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა  ყურადღება Covid-19-ზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ერძვის საერთო, უხილავ მტერს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

„ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან – მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები. ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა, გამკლავებოდა პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და აღნიშნა, რომ მათი დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.

„რა თქმა უნდა, განსაცდელი არსად წასულა, ვირუსი ისევ გვიტევს, მაგრამ ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად ვმართოთ და ყველას გავუზიაროთ საქართველოს წარმატებული გამოცდილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად, პანდემიის გამო, გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

ყველა ახალი ამბავი
0