10:23 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (85)
83 0 0

პრემიერი ისაუბრებს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე და სხვ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარასკევს გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

პრემიერის გამოსვლა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა და სხვ.

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (85)

მთავარი თემები