03:45 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
89 0 0

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საპარლამენტო არჩევნების წინ პროვოკაციებს აწყობენ, განაცხადა პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება სურს >>

ბოკუჩავას თქმით, უცნობი მამაკაცი ტელეფონით დაუკავშირდა საოლქო კომისიების წევრებს ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოში და გურჯაანში. მამაკაცი გიორგი ნოზაძის სახელით გასცემდა ყალბ ინსტრუქციებს საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის მითითებით.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა.

„ჩვენს მიერ გადამოწმდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი და გაირკვა, რომ ეს ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის ვინმე გიორგი ნოზაძის სახელზე, არამედ რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობა არ იძებნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიაში... ჩვენ შევიტანთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს პროკურატურაში, რათა გამოიძიონ რეალურად ვინ ატარებს ამ ნომერს, რეალურად ვისი დაკვეთით ხორციელდებოდა ეს ზარები, სადაც საუბარი იყო რევოლუციურ სცენარზე, საბოტაჟზე და არეულობაზე", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან საგამოძიებო ორგანოებში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)

მთავარი თემები