00:36 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტელეარხის გადაცემაში, რომელსაც Euronews-ის გენერალური დირექტორი მაიკლ პიტერსი უძღვებოდა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ტელეარხ Euronews Georgia-ს („ევრონიუს ჯორჯია“) ეწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი Euronews-ის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა მიიღო, რომელმაც პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პროექტ Euronews Georgia-ს სათავეებში დგომისთვის.

„თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ მხოლოდ იდეა მოგივიდათ, ჩვენ კი დანარჩენი განვახორციელეთ... ჩვენ, როგორც ინვესტორები, ძალიან თბილად მიგვიღეს და რაც განვიხილეთ, ახლა რეალიზების პროცესშია. ჩემი აზრით, პოლიტიკაშიც კი, ილაპარაკო ის, რასაც აკეთებ და გააკეთო ის, რასაც ამბობ – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია, რაც შეიძლება მივიღოთ ასეთი შესანიშნავი პოლიტიკური მოღვაწისგან, როგორიც თქვენ ხართ“, – მიმართა მაიკლ პიტერსმა სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, Euronews Georgia-ს შემქმნელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ეს სასწაულია, რომ ასეთი პროექტი ასეთ უმოკლეს ვადაში, მსოფლიოსთვის, ევროპისა და საქართველოსთვის ასეთ მძიმე პერიოდში განხორციელდა“.

„გმადლობთ, რომ გაიხსენეთ დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან იშვიათად ხდება, რომ იდეა უბრალოდ ფორმას იძენდეს და რეალობად იქცეოდეს. და ის, რომ ეს ასეთ მოკლე დროში მოხდა, ასეთ მძიმე პერიოდში, სასწაულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ევრონიუს ჯორჯია“ – ეს ხიდია ევროპასა და საქართველოს შორის.

„ეს ხიდი ჩვენს ქვეყანას ასევე საშუალებას აძლევს, უფრო ცნობილი გახდეს ევროპაში არა მხოლოდ ჩვენი კულტურითა და ტურისტული შესაძლებლობებით, არამედ ამ მაგალითითაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადგილი, სადაც ინვესტიციის განხორციელება არა მხოლოდ მარტივი, არამედ შედეგიანიცაა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტელეარხის გადაცემაში, რომელიც Euronews-ის გენერალურ დირექტორს მაიკლ პიტერსს მიჰყავდა. პროგრამა მიეძღვნა მასმედიის როლს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში.

მთავარი თემები