00:00 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მიხეილ სააკაშვილი (149)
13401

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნის სისტემის შეცვლის წინადადებით გამოდის.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სამშობლოში პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნება სურს, თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა „9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ“.

სააკაშვილმა დაასახელა ვადა, რომლის განმავლობაშიც „საქართველოს ჭაობიდან ამოათრევს“>>

უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. მან აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არაერთი შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რათა ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“.

„პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. იგი იქნება მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში შსს-სთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არანაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი“, – დაწერა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახური იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა. მის ხელმძღვანელობასაც პოლიციის ხელმძღვანელის მსგავსად აირჩევენ. პროკურატურა ორ უწყებად დაიყოფა: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ოპოზიცია აირჩევს.

„სუსი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გაუქმდება – სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებით მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. ეს მტკივნეული თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავხუროთ და წარსულს ჩავაბაროთ. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

ბოლო პუნქტებში ის წერს, რომ ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს. ფინანსური პოლიცია გაუქმდება. სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით – არა მხოლოდ მმართველი ძალის მიერ.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ, თუ ამ დროისთვის მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

თემები:
მიხეილ სააკაშვილი (149)

მთავარი თემები