სააკაშვილმა დაასახელა ვადა, რომლის განმავლობაშიც „საქართველოს ჭაობიდან ამოათრევს“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან, ექსპრეზიდენტმა, რომელსაც თბილისში სხვადასხვა ბრალდებით რამდენიმე წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, დაბრუნების კონკრეტული თარიღი მაინც არ დაასახელა

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნის შემთხვევაში ამ პოსტზე არასრული ვადით - ორი წლით დარჩენის პირობა დადო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „მთავარის“ პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს მიმართა და „ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას“ დაჰპირდა.

„ვიქნები პრემიერ-მინისტრი არასრული ვადით, მაქსიმუმ ორი წელი, რაც იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„მობრძანდეს“ – გახარია სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ

რაც შეეხება დაბრუნების კონკრეტულ თარიღს, მან ხაზი გაუსვა, რომ დაბრუნდება მაშინ, როდესაც მისი დაბრუნება დაპირისპირებას ან არეულობას არ გამოიწვევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, რადგან თავის დროზე, ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად. ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაში ყველა ვთანხმდებით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, იგი მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს პრემიერის ვალდებულებები და იმუშაოს „24 საათი კვირაში შვიდი დღე საქართველოს საკეთილდღეოდ“.

„მე ვიცი, რომ ჩვენ დროსაც ბევრი პრობლემა იყო ამასთან მიმართებაში. ბევრ რაღაცაში ჩვენ ვიყავით ზედმეტად ხისტი, ზოგჯერ უსამართლო და შემდეგ ეს ტენდენცია გაუარესდა და გაგრძელდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

განახლებული მოედანი პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
სკანდალები, ინტრიგები, თავდასხმები - ქართული პოლიტიკური კვირის შედეგები

პირველ ნაბიჯებს შორის, რომლებსაც სააკაშვილი პრემიერობის შემთხვევაში გადადგამს, მან დაასახელა მართლმსაჯულების სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმები.

ასე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, პოლიცია დარჩება შსს-ს შემადგენლობაში მხოლოდ ფორმალურად, მის ხელმძღვანელს კი კონკურსის წესით აირჩევენ. არჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა უნდა მოიწონონ, თანაც მას მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციონერ დეპუტატთა 1/3-მა. გარდა ამისა, კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

ცვლილებები შეეხება ასევე პენიტენციურ სისტემას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა. სააკაშვილის სიტყვებით, მათ შორის შესაძლოა დარჩეს მხოლოდ ფორმალური კავშირი. უწყების ხელმძღვანელი უნდა აირჩეს პარლამენტში ხმათა უმრავლესობით, ოპოზიციის მესამედის მხარდაჭერით.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გიგა ბოკერია სააკაშვილის დაბრუნების გეგმებს გამოეხმაურა

განსაკუთრებული ყურადღება სააკაშვილმა დაუთმო მართლმსაჯულების სისტემას. მისი სიტყვებით, ის პირადად შეეჯახა „შერჩევით და უსამართლო მართლმსაჯულებას“. ექსპრეზიდენტი მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოიწვიონ მოსამართლეები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან მუდმივ სამუშაოზე. მოსამართლეთა ნაწილი კი მოქალაქეებმა აირჩიონ.

გარდა ამისა, სააკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ ბიზნესს საგადასახადო პოლიციისგან გაათავისუფლებდა და ქვეყნის ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას მისცემდა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ, თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უჭირავს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
ციხე თუ პრემიერობა ანუ რა გზით შემოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

დღეს კი ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ხელს ვერ შეუშლის მშვიდ წინასაარჩევნო პროცესს ქვეყანაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიით, 30-ს - მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებისთვის ხმის მიცემით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0