12:19 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (131)
81 0 0

ბათუმელი ძაღლი ლამის მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი ბავშვების სიყვარულის გამო, რომლებიც მას ბათუმის ქუჩებზე გადაჰყავს.

თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ცნობილი მიუსაფარი ძაღლი „კუპატა“, რომელსაც ბათუმში ბავშვები ქუჩაზე გადაჰყავს, „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

სააკაშვილმა დაასახელა ვადა, რომლის განმავლობაშიც „საქართველოს ჭაობიდან ამოათრევს“>>

„კუპატამ“ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი მას შემდეგ, რაც ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ის ბავშვებს ქუჩაში გადასვლაში – ავტომობილებს ყეფით აჩერებს. ამგვარი „გმირობისთვის“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძაღლს დაუდგა ჯიხური წარწერით „ქალაქის რჩეული“ და ის ბათუმის სიმბოლოდ აქცია.

„მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო, ერთი გამოხტა, პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა“, – წერს ანა დოლიძე თავის Facebook-გვერდზე.

ეს პოსტი Facebook-ზე გამოჩნდა მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერობის კანდიდატად ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, რომელსაც საქართველოში რიგი თანამდებობრივი დანაშაულების გამო დაუსწრებლად ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამასთან, ის უკრაინის მოქალაქეა.

დოლიძეს მიაჩნია, რომ ამ ფონზე „კუპატას“ პრემიერობის მეტი შანსი აქვს, ვიდრე მის ამჟამინდელ კონკურენტებს.

სახლი კუპატასთვის: საქართველოს ყველაზე პოპულარულ ძაღლს უკვე თავისი კერა აქვს>>

დოლიძე „კუპატას“ ამგვარად ახასიათებს: ერთგული, პატიოსანი, კეთილი, მოსიყვარულე, მხიარული.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (131)

მთავარი თემები