22:49 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (138)
120 0 0

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ხელს ვერ შეუშლის მშვიდ წინასაარჩევნო პროცესს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა>>

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ მიხეილ სააკაშვილი დღეს პრემიერობის კანდიდატად დაასახელეს. მანამდე ექს-პრეზიდენტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ის სამშობლოში თავისი დაბრუნების გეგმას 7 სექტემბერს წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადებში და დემოკრატიის სრული დაცვით ჩატარდება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია, შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა და შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ჩატარდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვადებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. იგი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ, თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ციხე თუ პრემიერობა ანუ რა გზით შემოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში>>

სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უჭირავს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (138)

მთავარი თემები