ციხე თუ პრემიერობა ანუ რა გზით შემოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

© photo: Sputnikწინასაარჩევნო ბანერი
წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარწმუნებულნი არ ვართ, რომ მიშას მაჰათმა განდობა შეუძლია... თანაც, არც მაჰათმა განდი და არც ნელსონ მანდელა არ ქადაგებდნენ ძალადობას, რაც სააკაშვილის დროს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

ასეა თუ ისე, სააკაშვილი ჯერჯერობით ფეისბუქზე უკრაინას ემშვიდობება და საქართველოში შემოსვლას აანონსებს. კარანტინზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი, რომლის პირველი პირიც იყო, საქართველოში არა პრემიერობა, არამედ ციხე ელოდება. მის მიმართ რამდენიმე საქმეზე უკვე დამდგარია განაჩენი, გარკვეული საქმეები კი ჯერ კიდევ ძიებაშია. პარალელურად, იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დავასრულოთ“ ნაციონალური მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის, სოსო მანჯავიძისა და ჟურნალისტ გია იაკობაშვილის მიერ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი სერიოზულადაა განწყობილი – ის უკრაინას ემშვიდობება

რუსი დეპუტატი ელენა პანინა არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის განზრახვა რეალურია და ის საქართველოში ჩამოსვლას მართლაც გეგმავს, რადგან აშშ-დან ფერადი რევოლუციების მხარდასაჭერად უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. როგორც ვარაუდობენ, სააკაშვილმა შესაძლოა, იგივე სცენა გაიმეოროს, რაც უკრაინაში ანუ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად შეეცადოს საზღვრის გადმოკვეთას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ისეთივე მშვიდი რეაქცია ჰქონდეს, როგორც უკრაინისას...

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებები ნათლად ადასტურებს, რომ მას დააკავებენ და რეფორმირებულ და კომფორტულ ციხეში მოათავსებენ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რუსეთის სათათბირო: სააკაშვილი ახალ „ფერად რევოლუციაში“ გარკვეულ როლს შეასრულებს

ქართველი ექსპერტები ნაკლებად ელიან, რომ მიშა ასეთ რისკზე წავა და ამბობენ, რომ ასე ის 2016 და 2018 წლის არჩევნების წინაც პირდებოდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა, მაგრამ მაშინ საარჩევნოდ მისგან მხოლოდ ბუა დარჩა... „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი რომ ჰყავდა, ეს არჩევნებზე მიცემული 800 ათასამდე ხმითაც დადასტურდა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებზე ეს ხმები სერიოზულად გაიყოფა „ევროპელი დემოკრატების“, ვაშაძის მხარდამჭერების, „გირჩის“ და ა.შ.-თა მიერ.

ნათელაშვილის ოფისში შეკრებილი ოპოზიციის მიერ ხელმოწერილმა დეკლარაციამ, რომ მისი წევრები არ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ პარლამენტში კოალიციის შექმნას, ცხადყო, რომ ოპოზიციაში არჩევნების გაყალბების ან მასთან მოახლოებული პროცესების შემთხვევაში, ქუჩის მასობრივ აქციებს და რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავენ და რეალურად განიხილავენ. უფრო მეტიც - 2003 წლის ვარდების რევოლუციის დე ჟა ვიუც აქვს ბევრს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„მე ვბრუნდები!“ – მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობამ მაშინ მისცა შანსი და გამოუცხადა საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, მან კი მთელი დრო და ენერგია, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გვერდით, კონფრონტაციას მოანდომა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ასპარეზზე და ნაცვლად იმისა, რომ მტერი მოყვარედ ექცია, ახალ-ახალი მტრები და საფრთხეები შესძინა ქვეყანას.

ვნახოთ, რამდენად რეალურია საქართველოს ექსპრეზიდენტის ფეისბუქდაპირება საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ერთი რამ კი ცხადია, მას რეალურად სინანულისა არაფერი ეტყობა სწორედ იმ შეცდომების გამო, რის გამოც 2012 წელს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ხელისუფლებაში დარჩენაზე.

ყველა ახალი ამბავი
0