„ქართულმა ოცნებამ“ გორისა და კასპის დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

© photo: courtesy of press-servis of Georgian Dream „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავის გამოსვლაში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თავისი არჩევის შემთხვევაში მეტ ყურადღებას ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს დაუთმობს.

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით. მმართველმა პარტიამ წარადგინა ყველა კანდიდატი ერთმანდატიან ოლქებში და ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე ჩაერთვნენ.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კანდიდატებზე შეჯერდნენ

გორის მოსახლეობას ხოჯევანიშვილი საზეიმო ვითარებაში წარუდგინეს პრემიერმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. მას კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან 1 აგვისტომდე ის შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.

თავის გამოსვლაში ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ თავისი არჩევის შემთხვევაში მეტ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს.

„არ დაგიმალავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ალბათ განსაკუთრებული ყურადღებით მათზე ზრუნვით ვიქნები დაკავებული და ეს იმიტომ, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობაშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორედ მათი მხარდაჭერა, განათლების უზრუნველყოფა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“, - განაცხადა მან.

თავდაპირველად შიდა ქართლის რეგიონში კანდიდატების წარდგენა დაგეგმილი იყო 24 და 25 აგვისტოსთვის, მაგრამ ღონისძიებები შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო გადადეს.

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ისინი მძიმე მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0